ა(ა)იპ კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
ღონისძიება წინანდლის საჯარო სკოლაში
 

ა(ა)იპ პროფესიულმა კოლეჯმა „პრესტიჟი“ 4 ივნისს, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ჩაატარა საპროფორიენტაციო ღონისძიება წინანდლის საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა და  პროექტში ჩართულმა ყველა საჯარო სკოლამ. წარმოდგენილი იყო კოლეჯის  სტუდენტების ნამუშევრები. სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება  მოესინჯათ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიაში, რამაც დიდი აღფრთოვანება და ინტერესი გამოიწვია.

 
მნახველთა რაოდენობა: 170